რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: უკრაინამ შეძლო დაერწმუნებინა მოკავშირეები, რომ იარაღზე ტაბუს დრო დასრულდა

უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ძალების შეუპოვარი მუშაობისა და გმირობის წყალობით პრეზიდენტის დიპლომატიურმა გუნდმა შეძლო, დაერწმუნებინა მოკავშირეები, რომ იარაღზე ტაბუს დრო დასრულდა. ჩვენ გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ. მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ  ერთადერთი – უკრაინის გამარჯვება. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი მტკიცე და სამართლიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევროპაში.

[...]2023 წლის პირველივე კვირა ამას ადასტურებს. ტანკები და ჯავშანმანქანები საფრანგეთისგან, Bradley-სა და Marder-ის ჯავშანტრანსპორტიორები აშშ-ისა და გერმანიისგან, დამატებითი გერმანული ბატარეა Patriot-სთვის, საბრძოლო მასალები და მრავალი სხვა. ამასთან, დაელოდეთ ახალი ამერიკული პაკეტის გამოცხადებას.

თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

კომენტარები