ვერტმფრენის ჩამოვარდნა

ავსტრალიაში ორი ტურისტული ვერტმფრენის შეჯახებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ავსტრალიაში, ქვინსლენდის საზღვაო-საკურორტო ზონაში, ორი ვერტმფრენი შეეჯახა, რის შედეგადაც ავსტრალიის 2 მოქალაქე და ბრიტანელი წყვილი დაიღუპა. ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო კიდევ სამმა პირმა, მათგან ორი მცირეწლოვანია. 

BBC ავრცელებს ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აფრენიდან 20 წამიც არ იქნებოდა გასული, როცა ერთ ვერტმფრენს დაეჯახა მეორე, რომელიც დაშვებას ცდილობდა. დაღუპულთა და მძიმედ დაშავებულთაგან ყველა პირველ ვერტმფრენში იჯდა. მეორე პილოტმა, ვერტმფრენის დაზიანებების მიუხედავად, წარმატებით შეძლო მისი მიწაზე დასმა და ექვსივე მგზავრი თითქმის უვნებელი გადარჩა. 

ორივე ვერტმფრენს ტურისტები გადაჰყავდა. შეჯახების გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. 

კომენტარები