ვერტმფრენის ჩამოვარდნა

ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი სამივე ადამიანი გარდაიცვალა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი სამივე ადამიანი გარდაიცვალა. ვერტმფრენში ეკიპაჟის წევრები სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა.

შსს-ს ცნობით, ცოტა ხნის წინ დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, "რუმს ჰოტელ ყაზბეგი"-ს კუთვნილი ვერტმფრენი - ე.წ. "ყანების ტერიტორიაზე", დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები