2022 წელს გარდაცვლილები

ჯენიფერ ენისტონის მამა, მსახიობი ჯონ ენისტონი გარდაიცვალა

CNN

89 წლის ასაკში მსახიობი ჯონ ენისტონი გარდაიცვალა. ინფორმაციას შვილი, ჯენიფერ ენისტონი ავრცელებს.

"შენ იყავი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანი იმათ შორის ვისაც ვიცნობდი. ბედნიერი ვარ, რომ ეს სამყარო ტანჯვისა და ტკივილის გარეშე დატოვე. 11 ნოემბერი(11/11) ჩემთვის სამუდამოდ სხვა მნიშვნელობას მიიღებს.

ჯონ ანასტასაკისი საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე 1933 წელს დაიბადა. 10 წლის ასაკში ის ამერიკაში ოჯახთან ერთად გადმოსახლდა და გვარი შეიცვალა. ენისტონის სამსახიობო კარიერა 1962 წელს დაიწყო. 50 წლის განმავლობაში შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში: I Spy, Mission:Impossible, Days of Our Lives, Star Trek, Mad Men.

1986 წელს სატელევიზიო სერიალების დაჯილდოებაზე Soap Opera Digest Awards მიიღო ორი ჯილდო. 2022 წელს მიიღო საპატიო ემი. 

კომენტარები