მიხეილ სააკაშვილი

ვოლსკი ზურაბიშვილზე: კაპასი პასუხი იყო, შესაძლოა, უკან პოლიტიკური გადაწყვეტილება იდგეს

არავითარი ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ როდესაც საშიშროება დგას მთავარი დამნაშავის გამოშვების, შეწყალების, ადამიანთა გარკვეული ნაწილი შეიკრიბოს. ვფიქრობ, უფრო კაპასი პასუხები იყო, თავშეუკავებელი კომენტარები იყო და ამის უკან, შეიძლება, გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იდგეს. 

ვერც წარმომიდგენია, რომ დაუშვებს ისეთ შეცდომას, როდესაც გარკვეული თაღლითური პიარკამპანია, რომელიც არის მხარდაჭერილი გარკვეული უცხოური ძალების, პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარების მხრიდან, იქნება რეალიზებული. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე. "აქ რომ მოვარდით ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე". - მიმართა ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც ითხოვდნენ, მას ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ შეეწყალებინა. 

კომენტარები