მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

"აქ რომ მოვარდით ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე" – ზურაბიშვილი ადმინისტრაციასთან შეკრებილებს

"არ შეიწყალო მიშა" - ამ ლოზუნგით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ია მეტრეველი, ლალი მოროშკინა და სხვები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს შორის საჯარო მოხელეებიც არიან. 

ისინი აცხადებენ, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას არ დაუშვებენ. რამდენიმე საათის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა. 

"აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე. მაინტერესებს, ის ადამიანები, ვინც ჭორს ავრცელებენ ჩემს შესახებ, თავიანთ მიერ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007 წელს, როდესაც უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, როცა მე ვიდექი ქუჩაში. მე გეტყვით სად იყვნენ, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს. იყვნენ ან მიშას შტაბში, ან იყვნენ კარგად მოკალათებულები სხვადასხვა თანამდებობებზე, ან იყვნენ ქართუ ბანკში. დღეს მესიჯბოქსით ავრცელებენ, თურმე იციან რას გავაკეთებ, თურმე იციან როდის გავაკეთებ, თურმე იციან, რატომ გავაკეთებ".- თქვა ზურაბიშვილმა. 

ზურაბიშვილის სიტყვებს ხმაური მოჰყვა. ერთერთმა ორგანიზატორმა მას ჰკითხა, შეიწყალებდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს, რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ "არაფერს იტყვის, რადგან არ მისმენთ". ამის შემდეგ ზურაბიშვილმა ეზო დატოვა. 

კომენტარები