ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 28 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 28 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის, შმიდტის, ბურძგლას, გურამ ტატიშვილის, ბიძინა კვერნაძის, ანდრია აფაქიძის და მერაბ ალექსიძის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის, მოწამე ვასილისკოს და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას.  

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბესიკის, მიხაი ზიჩის, კოტეტიშვილის, ჟორდანიას, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილების,  ზურაბ ჟვანიას, სანაპიროს, კოსტავას  და ჯუღელის ქუჩების მოსახლეობას.    

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის, ქერჩის, ზარზმის, ილორის, იპოლიტოვ-ივანოვის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის, მცხეთის, შროშის და ბესიკ ბურკიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გრომოვის, ზაქრაძის, ზაქარია ვეშაპურის, იონა მეუნარგიას, არჩილ ქურდიანის,  სოლომონ ქურდიანის და გიორგი გურგენიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების, ფრანგულიანის, ღლონტის, ჭირნახულის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ),.ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, რომანოზ ხომლელის, ჯავახეთის, კახნიაშვილის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, თრიალეთის და იმედა კახნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები