მიმდინარეობს განახლება როგორც ანტისატანკო, ისე საჰაერო სისტემის. ჩვენ რამდენიმე თვეში გავხსნით და 1 000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცემთ ბინებს, ეს არის ჯარის ქალაქის პროექტი, რომელიც სულ რაღაც 2 წელში განვახორციელეთ. ასევე, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სამხედრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით, საფრენი აპარატების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მიმართულებით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ ცნობილ ებრაულ კომპანია რაფაელთან, წარმოებული სისტემების განახლება, მოდერნიზაცია მიმდინარეობს, ახალი სისტემების შეძენა. ასევე ჩვენ დავიწყეთ M4 ტიპის ქართული წარმოების ავტომატური შაშხანების წარმოება, ახალ აქტიურად მიმდინარეობს ამ შაშხანების შემოწმება. რამდენიმე თვეში ჩვენ ვიწყებთ პოლონურ კომპანიასთან ერთად დრონების წარმოებას, ქვეყანას შეეძლება რამდენიმე ათასი დრონის წარმოება.
tbl.ge/685d
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას.
ამავე თემაზე
- ივანიშვილის მთავრობა ახალ სსიპ-ს - გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს ქმნის
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა




