რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო, ვთქვათ პირდაპირ, იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა და მათი მთავრობა, მათი ხალხი არის ომში, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება, ამ თემის კომენტირება. მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაა. მე არაერთხელ მითქვამს და ჩვენ ეს ჩვენი პოლიტიკით, ქმედებებით დავადასტურეთ. ჩვენ, ბუნებრივია, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, ყველა ქვეყანას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, ჩვენი მთავარი ვალდებულებაა ჯერ ჩვენი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა.
საქართველოს მთავრობა
ღარიბაშვილი: ყველას სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვიყვარს
tbl.ge/6838
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ელჩების კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე.
ამავე თემაზე
- პრემიერმა და საპატრიარქომ იორდანეზე კულტურის ცენტრის პირველადი ესკიზი განიხილეს
- ამილახვარი: ჩემი მინისტრობისას, პროფესიული განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება
- ღარიბაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე გიორგი ამილახვარი წარადგინა
- მთავრობა: ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და ქუთაისის უნივერსიტეტში იმუშავებს
- TV იმედი: განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება