ჩვენი ოკუპანტის, რუსეთის მთავარი მტერი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში კვდება. მისი გადაყვანისა თუ არ გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს არა სასამართლო, არა კობახიძე, არა ივანიშვილი, არამედ, რუსეთის ხელისუფლება, ვლადიმირ პუტინი. ყველანაირი იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ფუჭია. ზურაბიშვილი დღეს იმავე მორალურ პოზიციაზეა, რაზეც 1992 წლის 7 იანვარს იყო, როცა მან თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანსა და თენგიზ სიგუას კანონიერი ხელისუფლების დამხობისთვის მადლობა გადაუხადა [...] სწორედ ამიტომ, მე მინდა, მივმართო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის ხელისუფლებას. მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე. ის უბრალოდ ფიზიკურად იმყოფება საქართველოში. ის, როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინის მთავრობამ ტყვეების გაცვლის პრინციპის მიხედვით უნდა გამოიხსნას. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე უნდა გაიცვალოს. ამ თხოვნით მივმართავთ უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინის მთავრობას, რომლებთანაც აქტიურ შეხვედრებსაც უმოკლეს დროში დავიწყებთ.
მიხეილ სააკაშვილი
მამულაშვილი: სააკაშვილი რუსეთის ტყვეა და უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე უნდა გაიცვალოს
tbl.ge/681l
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაენმნონა მამულაშვილიმიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობამიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაუკრაინაუკრაინა-საქართველოვოლოდიმირ ზელენსკიტყვეების გაცვლარუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




