საქართველოს მთავრობა

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოს ეწვია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში დაიწყო.

საქართველოს მთავრობის ცნობით, რიადის მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

"პრემიერმინისტრს აეროპორტში რიადის გუბერნატორის მოადგილე პრინცი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდი, საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრი ფაიზალ ალ იბრაჰიმი, საუდის არაბეთის სამეფოს ელჩი საქართველოში სალმან ალ ალშეიხი და საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ვახტანგ ჯაოშვილი დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

კომენტარები