მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

წულუკიანი: მიშას თანაგუნდელები არ დაგიდევენ, რომ ის ადამიანია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ

ეს მიშა კიდევ, თუ გვისმენს, თუმცა, შეიძლება, რაღაც გვესროლოს, რომ გაბრაზდება... მან უნდა გაიგოს ერთი რამ - თუ ვინმეს მისი კარგად ყოფნა აწყობს, ეს არის მისი ოჯახი და ხელოსუფლება. მეტი არავის...

პირველ რიგში, მის თანაგუნდელებს [არ აწყობთ]. თანაგუნდელებში უკვე მარგველაშვილიც მოაზრება ანუ მართულ კამპანიაში ჩართულ პორებს. მიშამ უნდა გაიგოს, რომელიც კი არის პოლიტიკური ნულიკი, მაგრამ ალბათ რაღაც ადეკვატური ანალიზი შეუძლია კიდევ, რომ მისი ცუდად ყოფნა პირველ რიგში აწყობს სწორედ მართულ კამპანიაში ჩართულ მისივე თანაგუნდელებს, იმიტომ, რომ ისინი სააკაშვილით თამაშობენ, სააკაშვილის კარგად თუ ცუდად ყოფნით ისინი თამაშობენ, იმიტომ, რომ მეტი არაფერი აღარ დარჩათ და ჰგონიათ, რომ ესაა იარაღი და არ დაგიდევენ იმას, რომ გინდა-არ გინდა, სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და მით უმეტეს, პატიმარია. ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, პირველ რიგში პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო.

ისინი [ექსპრეზიდენტის თანაგუნდელები] ბედნიერი იქნებიან, დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილს რაღაც დაემართოს.

ვიცეპრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, TV იმედის ეთერში.

კომენტარები