ევროინტეგრაცია

ავსტრიის ელჩი საქართველოს ევროინტეგრაციაზე: პროცედურის მიმართ მეტად ოპტიმისტები ნუ იქნებით

1 წლის წინ საქართველო ასოცირების მიმართებით იყო. ვსაუბრობდით ასოცირების შეთანხმებაზე, როგორ შეუძლია საქართველოს ასოცირება. უკვე სხვა ლოგიკა გვაქვს, გაფართოების ლოგიკა. რაც შეეხება წევრობის განაცხადს, თქვენ მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად შეიტანეთ საკმაოდ სწრაფად ევროკავშირში განაცხადი და გასაოცარია, რომ ევროკავშირმა უკვე ორჯერ მოახერხა შეკრებილიყო და კონსესუსზე დაფუძნებული შეთანხმება გაეკეთებინა. პირველი იყო ევროპული საბჭოს შეკრება და ევროპული კომისიისთვის დავალება, გამოეტანათ მოსაზრება, შემდეგ კი, უკვე ივნისში, ის, რომ მიენიჭა თქვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა. ვინმეს თუ ჰქონდა შეკითხვა საქართველოს მისწრაფებასა და მიმართულებაზე, ამ კითხვაზე პასუხი ცნობილია....

აგრეთვე მსურს გითხრათ, რომ პროცედურის მიმართ მეტისმეტად ოპტიმისტები ნუ იქნებით. ეს გრძელვადიანი, დიდი გზაა. ავსტრიას მრავალი წელი დასჭირდა, რათა ევროპულ სტანდარტებთან ადაპტირებულიყო.... ნამდვილად საჭიროა საქართველოს მხრიდან ბევრი სამუშაო, მაგრამ ვთვლი, რომ კარგი დღის წესრიგი გვაქვს...

ჩვენ ევროკავშირში ადგილი მოვიპოვეთ. ვფიქრობ, ასეთი იქნება თქვენი მომავალიც, გისურვებთ წარმატებას და არა მხოლოდ წარმატებას, დაგეხმარებით, თუ შეგვეძლება.

თქვა საქართველოში ავსტრიის ელჩმა, თომას მიულმანმა საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საუბრის დროს.

კომენტარები