თავდასხმა გიორგი კირთაძეზე

ბოკერია კირთაძეზე: ეს კლიმატი პირდაპირ ივანიშვილის შემოქმედების შედეგია

"ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე, პერსონალურად ამ კაცისა და მისი პოლიტიკური არარაობა, ქვეყნის მოღალატე, მოძალადე, სიძულვილით სავსე რეჟიმის შედეგი“ - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გიორგი კირთაძეზე თავდასხმას.

"ამ თავდასხმას ყველანაირი ნიშანი აქვს, რომ პირდაპირ მთავრობასთან დაკავშირებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, ოღონდ რომც არ იყოს ასე, ეს კლიმატი, სადაც ამ სამარცხვინო, ამაზრზენ სურათს ვხედავთ, არის პირდაპირ ივანიშვილის შემოქმედების შედეგი და ეს უნდა დავასრულოთ ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის" - თქვა ბოკერიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიორგი კირთაძესა და ფორმულას ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში ჩართვისას უცნობი პირი თავს დაესხა და კვერცხები ესროლა. ამის შემდეგ კირთაძეს თავდამსხმელი ფიზიკურად დაუპირისპირდა, ფორმულას ჟურნალისტს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ჟურნალისტი ყვება, დაპირისპირებაში ჩაერთნენ პუტინისტური ალტ-ინფოს ოფისში მყოფი პირებიც, რომლებმაც მხარი თავდამსხმელს დაუჭირეს.

კომენტარები