თავდასხმა გიორგი კირთაძეზე

"3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"– საგამოძიებო კირთაძეზე თავდამსხმელზე

მთავარი არხი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი კირთაძესა და ჟურნალისტებზე თავდამსხმელს 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

თავდასხმის ფაქტზე გამოძიება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან  დაკავშირებით ჩადენილი ძალადობის მუხლითაა დაწყებული და ეჭვმიტანილი დღეს დააკავეს. 

 "ჩვენ მიერ, უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების  საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156 ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 1988 წელს დაბადებული მოქალაქე ი.ს."- აღნიშნავს უწყება. 

მათივე ცნობით, დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 დეკემბერს, გიორგი კირთაძესა და ფორმულას ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში ჩართვისას უცნობი პირი თავს დაესხა და კვერცხები ესროლა. როგორც კადრებში ჩანს, კვერცხების სროლის შემდეგ კირთაძეს თავდამსხმელი ფიზიკურად დაუპირისპირდა, ფორმულას ჟურნალისტს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი ყვება, რომ დაპირისპირებაში ჩაერთნენ პუტინისტური ალტ-ინფოს ოფისში მყოფი პირებიც, რომლებმაც მხარი თავდამსხმელს დაუჭირეს.  

კომენტარები