რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის შეიარაღებული ძალები ბელარუსში საბატალიონო ტაქტიკურ წვრთნებს მართავს

კადრი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებიდან

რუსეთის შეიარაღებული ძალები ბელარუსში საბატალიონო ტაქტიკურ წვრთნებს მართავს. მოქმედებების ამსახველი კადრები რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელარუსში მყოფი რუსი სამხედროები "ინტენსიური საბრძოლო მზადყოფნის კურსს აგრძელებენ".

პარალელურად, ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა დაასრულეს საბრძოლო მზადყოფნის დაუგეგმავი შემოწმება, რომელიც 13 დეკემბერს დაიწყო.

დღეს, 19 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ბელარუსში ჩავიდა, რათა ბელარუს კოლეგას, ალექსანდრ ლუკაშენკოს ესაუბროს. 

შეხვედრამდე ვარაუდობდნენ, რომ პუტინი ლუკაშენკოს ბელარუსის უკრაინის კონფლიქტში უფრო ღრმად ჩართვისკენ უბიძგებს.

კომენტარები