რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი: რუსებს რაკეტების საკმარისი რეზერვი მხოლოდ 3–4 თავდასხმისთვის დარჩათ

ოლექსი დანილოვი

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, რუსებს რაკეტების საკმარისი რეზერვი 3-4 თავდასხმისთვის ეყოფათ, რის შემდეგაც მარაგი ამოეწურებათ. 

"თუ ჩავთვლით უკვე განხორციელებულ მასობრივი შეტევებს, მაშინ მათ მაქსიმუმ ორი ან სამი, შესაძლოა, ოთხი შეტევა დარჩათ. თუმცა, მაშინ ისინი რაკეტების გარეშე დარჩებიან, რაც მიუღებელია, რადგან, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულ გამოწვევებს გადააწყდნენ, რისთვისაც ნებისმიერ შემთხვევაში რეზერვები უნდა ჰქონდეთ". – თქვა დანილოვმა უკრაინსკაია პრავდასთან ინტერვიუში.

ამასთან ერთად, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აღნიშნავს, რომ რუსებმა უკვე გადალახეს ის ზღვარი, რომელიც წესით უნდა დაეცვათ. მიუხედავად ამისა, მისივე ვარაუდით, რუსებს თავიანთ არსენალში მეტნაკლებად საკმარისი რაოდენობის С-300 რაკეტები აქვთ.

16 დეკემბერს რუსებმა 76 რაკეტა გაუშვეს უკრაინაში, მათ შორის, 72 ფრთოსანი რაკეტა. მათგან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 60 ჩამოაგდეს.

კომენტარები