15 დეკემბერს, ბრიუსელის სამიტზე ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტზე შეთანხმდა. დასანქცირებულ პირებს შორის მოხვდნენ:
- რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყველა დანაყოფი და მათთან კავშირთან მყოფები.
- ყველა საპარლამენტო პარტია: ერთიანი რუსეთი, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, სამართლიანი რუსეთი და ახალი ხალხი. ასევე, სახელმწიფო სათათბიროს 40 დეპუტატი და ფედერაციის საბჭოს 44 წევრი.
- რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წევრი.
- ვიცეპრემიერი ტატიანა გოლიკოვა, განათლების მინისტრი სერგეი კრავცოვი, მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ვალერ ფალკვოვი და კულტურის მინისტრი ოლგა ლიუბიმოვა.
- მოსკოვის საკრედიტო ბანკი, რუსული რეგიონული განვითარების ბანკი, შეორეული აღმოსავლეთის ბანკი
- როსკომნადზორი
- 7 რუსი გუბერნატორი
- მომღერალი გრეგორი ლეპსი, რეჟისორი და ტელეწამყვანი ნიკიტა მიხალკოვი, მთარგმნელი დმიტრი პუჩკოვი და რამზან კადიროვის ქალიშვილები - აიშატი და კარინა.
ამის გარდა, ევროკავშირმა სანქციების მე-9 პაკეტით რუსეთისთვის საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრიის საქონლის მიწოდება აკრძალა. აიკრძალა ევროპული ინვესტიციები ენერგეტიკისა და სამთო სექტორებშიც, გარდა გარკვეული წიაღისეულისა.
ასევე, ტელეკომპანია Rossiya-მ, NTV და Ren-TV-მა ევროკავშირის ქვეყნებში მაუწყებლობის ლიცენზია დაკარგეს.





