რაღაც ანომალიური ქმედებებია ზოგადად. მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა არის საგანგებო მიზანი, ეს ერთი, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის არ დავიწყება - ეს მეორე მიზანია და გარკვეულ წილად, აქვს ამას ნიშანი იმისა, რომ პარლამენტიდან გასვლის მოთხოვნა არ იყოს აქტუალური თემა, რადგან პარლამენტის წევრის შიმშილობა, რა საკვირველია, მართლაც საყურადღებოა და პიარულად საკმაოდ გაყიდვადია, თუ კი აი, ამ თემასაც მიაქცევს ყურადღებას ის კომპანია, რომელიც სპეციალურად ჰყავთ დაქირავებული სააკაშვილის თემის გასაცხელებლად.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ვოლსკი მოშიმშილე დეპუტატებზე: ანომალიური ქმედებებია, ყურადღების ცენტრში ყოფნაა მიზანი
tbl.ge/67rm
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების წევრი, გია ვოლსკი ნაციონალური მოძრაობის მოშიმშილე დეპუტატებზე. ენმ-ს წევრებმა - ანი წითლიძემ, აბდულ ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა პარლამენტში გუშინ, 15 დეკემბერს დაიწყეს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაენმქართული ოცნებაგია ვოლსკიმიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ამავე თემაზე
- "ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია" – ჟორჟოლიანი სააკაშვილის განცხადებაზე
- სააკაშვილი: შევთანხმდით, პარტიაში შემოვიერთოთ ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს




