ბოსნია-ჰერცეგოვინა

ევროკავშირმა ბოსნია-ჰერცეგოვინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

ევროკავშირმა ბოსნია-ჰერცეგოვინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

"ბოსნია-ჰერცეგოვინას დღეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. ეს ხალხისთვის ძლიერი სიგნალია, თუმცა ასევე ნიშანი იმისა, რომ ახალი ხელისუფლებისგან რეფორმების გატარებას ველით". - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბოსნიისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე კონსესუსს კვირის დასაწყისში მიაღწიეს. 

ბოსნია-ჰერცეგოვინა ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატებს შეუერთდება. მათ შორის, ალბანეთს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიას, ჩერნოგორიას, სერბეთს, თურქეთსა და უკრაინას. 

ბოსნიამ ევროკავშირს ალიანსში გაწევრიანების თხოვნით 2016 წელს მიმართა.

კომენტარები