ბიუჯეტი 2023

პარლამენტმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა – რაზე დახარჯავს მთავრობა 21.9 მილიარდ ლარს?

ტაბულა

პარლამენტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, წინა წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 2 061 900 000 ლარითაა გაზრდილი და, შესაბამისად, 21 914 200 000 ლარს შეადგენს (წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 612 200 000 ლარით). 

მომავალი წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კონტექსტში, რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებშია დაგეგმილი.

მომავალი ფისკალური წლის განმავლობაში სამინისტროების დაფინანსებისთვის განსაზღვრული თანხობრივი მოცულობები შემდეგია:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 6 858 420 000 ლარი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 3 330 920 000 ლარი;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 2 030 780 700 ლარი;
  • თავდაცვის სამინისტრო – 1 260 000 000 ლარი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო –1 106 000 000 ლარი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 698 480 000 ლარი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 558 180 000 ლარი;
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 431 232 000 ლარი;
  • იუსტიციის სამინისტრო – 392 400 000 ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 186 000 000 ლარი;
  • ფინანსთა სამინისტრო – 106 000 000 ლარი.

2023 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 17 619 000 000 ლარზე მეტი ოდენობითაა განსაზღვრული. აქედან გადასახედებიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა დაახლოებით 16 290 000 000 მილიონია, გრანტებიდან – 279 000 000 ლარზე მეტი, ხოლო სხვა შემოსავლებიდან 1 050 000 000 ლარზე მეტის მიღებაა გათვალისწინებული. 

გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების კლასიფიკაცია შემდეგია:

  • საშემოსავლო გადასახადი – 5 140 000 000 ლარი;
  • მოგების გადასახადი – 2 000 000 000 ლარი;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადი – 6 670 000 000 ლარი;
  • აქციზი – 2 100 000 000 ლარი;
  • იმპორტის გადასახადი – 130 000 000 ლარი;
  • სხვა გადასახადი – 250 000 000 ლარი.

კომენტარები