რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპმა მორწმუნეებს უკრაინის დასახმარებლად საშობაო ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა

CNA/ Daniel Ibáñez

პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს, მიმდინარე წელს, საშობაოდ ნაკლები საჩუქრების ყიდვისკენ მოუწოდა. სანაცვლოდ, მისივე თქმით, შეუძლიათ ეს თანხა უკრაინის დასახმარებლად გადარიცხონ. 

უკრაინელებს დღეს მკაცრ პირობებში, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე უწევთ ცხოვრება. 

“მოდით, შობის აღნიშვნისას, არ დავივიწყოთ უკრაინელებიც. მათ დღეს ძალიან უჭირთ. კარგია, რომ დღესასწაულს ვზეიმობთ, მაგრამ მოდით, შევამციროთ ჩვენი სადღესასწაულო დანახარჯები, უფრო მოკრძალებულად აღვნიშნოთ შობა და ამ დანაზოგით უკრაინელ ხალხს გავუწოდოთ ხელი”. - ამბობს პაპი ფრანცისკე. 

კომენტარები