მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ევროკომისარი: მთავრობამ უნდა იმოქმედოს, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ყველა დაკავებულის ჯანმრთელობის დაცვა ადექვატური სამედიცინო დახმარებით და პატივი სცენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო პასუხისმგებლობებით. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია, იმოქმედოს, თუ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ მდგომარეობაშია. ევროკავშირმა განმეორებით მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მოახდინოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციების იმპლემენტაცია. უკანასკნელი თვეების განმავლობაში და ბოლოს გასული კვირის ოთხშაბათს, ჩვენ საჯაროდ გავაკეთეთ კომენტარი მედიასთან, რომ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვაში პასუხისმგებელი სახელმწიფოა. ეს არა პოლიტიკური არჩევანის, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საკითხია.

ევროკავშირში გაწევრიანების ტემპი დამოკიდებულია რეფორმების პროგრესზე. პირველი და უმნიშვნელოვანესი, არის ფუმდანეტური სფეროები, დაწყებული კანონის უზენაესობით. ამჟამად, საქართველოსთვის არის მოწოდება, იმუშაოს ევროკომისიის მიერ ხაზგასმულ 12 პუნქტზე, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის საბჭომ მოიწვია კომისია, რათა მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ნაბიჯებისა პრიორიტეტების შესრულების შესახებ.

ამბობს ევროკომისარი, ჰელენა დალი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები