რუსეთი

პუტინი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას 10 წლის განმავლობაში პირველად არ გამართავს

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას, რომლის გამართვა მან 2012 წლიდან დაიწყო, პირველად არ გამართავს. უკრაინული მედია წერს, რომ მიზეზი "ფრონტზე არსებული ვითარებაა". 

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინმა, შესაძლოა, "გამონახოს შესაძლებლობა, ესაუბროს ჟურნალისტებს" სხვა გზით, მათ შორის, მოგზაურობების დროს. მისივე თქმით, პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს მიმართ პუტინის ყოველწლიური მიმართვა განხილვის პროცესშია.

კომენტარები