ირანი

ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაკავებული მეორე დემონსტრანტი ჩამოახრჩვეს

ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაკავებული დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის პროცესი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ირანული სამთავრობო მედიის ცნობით, მეორე დემონსტრანტი, მაჯიდრეზა რაჰნავარდი სიკვდილით ორშაბათ დილით, ქალაქ მაშჰადში დასაჯეს. ის დაკავებიდან 23 დღის შემდეგ ჩამოახრჩვეს. 

სასამართლომ ის “ღმერთის წინააღმდეგ მტრობის” ბრალდებით მას შემდეგ გაასამართლა, რაც, მათი ცნობით, დადგინდა, რომ რაჰნავარდიმ  “ბასიჯის” ორი წევრი დანით მოკლა. 

უფლებადამცველი ჯგუფების შეფასებით, მომიტინგეებს სიკვდილს გაყალბებული სასამართლო პროცესების ხარჯზე უსჯიან. 

"რაჰნავარდს სიკვდილით დასჯა იძულებითი აღიარების საფუძველზე მიესაჯა, უსამართლო სასამართლო პროცესის შემდეგ. ამ დანაშაულს ისლამური რესპუბლიკისთვის სერიოზული შედეგები უნდა მოჰყვეს… 

დაკავებულია ათასობით მომიტინგე, ათეული სასიკვდილო განაჩენი კი უკვე გამოტანილია. არსებობს მომიტინგეების მასობრივი სიკვდილით დასჯის სერიოზული რისკი”. - წერს მაჰმუდ ამირი-მოგადამი, ნორვეგიაში მცხოვრები უფლებადამცველი. 

ირანში დემონსტრანტი სიკვდილით პირველად გასულ ხუთშაბათს, 8 დეკემბერს დასაჯეს. 

კომენტარები