პერუს საპრეზიდენტო არჩევნები

დემონსტრაციების ფონზე პერუში არჩევნების 2 წლით ადრე ჩატარება გადაწყვიტეს

დემონსტრაციები პერუში
Aldair Mejia

პერუს ახალმა პრეზიდენტმა, დინა ბოლუარტემ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ კონგრესისთვის არჩევნების გადმოწევის წინადადების წარდგენას აპირებს. ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის ნაცვლად, პერუშისაპრეზიდენტო  არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.  

 

გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც პერუში საპროტესტო აქციებს ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ოთხი ადამიანი დაშავდა. 

 

ექსპრეზიდენტის, პედრო კასტილიოს იმპიჩმენტის შემდგომ, არჩევნების მოთხოვნით, ათასობით დემონსტრანტი ქუჩაში გამოვიდა. მათ ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის შენობას და დააზიანეს აეროპორტი, რომელსაც შეიარაღებული ძალები იყენებდნენ. 

 

პედრო კასტილიოს გადაყენების მიზეზი კონგრესის დაშლის ბრძანება და ქვეყნის კონსტიტუციურ კრიზისამდე მიყვანაა. შედეგად, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ყოფილი ვიცეპრეზიდენტი - დინა ბოლუარტე გახდა

 

კომენტარები