ადამიანის უფლებები

ზურაბიშვილი: საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა

ეს ყველასთვის უმნიშვნელოვანესი დღეა [ადამიანის უფლებათა დაცვის დღე], რადგან ჩვენ ამ უფლებების დაცვით ვართ საზოგადოების ნაწილი და საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა.

ამ დღის აღსანიშნავად აქ [ორბელიანების სასახლეში] არაჩვეულებრივი დასის – "კონტაქტის" მოყვანა გადავწყვიტეთ. თეატრი, რომლის პერფორმანსსაც შარშან დავესწარი და აღვფრთოვანდი. ეს, მართლაც, უდიდესი საქმეა, რადგან შშმ პირებს ეძლევათ შემოქმედებაში ჩართვის შესაძლებლობა. ამ ახალგაზრდებს თქვენ აძლევთ იმის საშუალებას, რომ ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, თვითონ გახდნენ შემოქმედები.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 10 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე.

კომენტარები