უკრაინული გამოცემა UNIAN-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლში რუსული ძალების 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ბანკი გაანადგურა. მედიის ცნობით, დივიზია ჩრდილოეთის ოსეთის მოსახლეობით იყო დაკომპლექტებული.
უნიანი დაზვერვის ექსპერტ ირაკლი კომახიძეზე დაყრდნობით წერს, რომ ლიკვიდირებულ სამხედროებს შორის ბევრი ოსია და შესაძლოა, მათ შორის იყოს ჩრდილოეთ ოსეთის ე.წ. დამსახურებული არტისტი სოსლან ფიდაროვიც.
აფეთქებები მელიტოპოლში 10 დეკემბერს, გვიან ღამით დაიწყო. სავარაუდოდ, უკრაინულმა ძალებმა HIMARS-ები გამოიყენეს. უკრაინული მედიის ცნობით, მელიტოპოლში შეტევის შედეგად 200-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა, მათ შორის იყვნენ ჩეჩენი კადიროველი ჯარისკაცებიც.