რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტების მტკიცებით, ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლთან დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელი სამხედრო უკრაინული წარმოების Leleka-100-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით; უკრაინა, ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი.
Heidi Levine for The Washington Post

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე მდებარე სევასტოპოლის მახლობლად 8 დეკემბრის დილით აფეთქებების ხმები ისმოდა.

სევასტოპოლის ე.წ. მერის, მიხაილ რაზვოჟაევის მტკიცებით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდმა ზღვაში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

5 დეკემბერს რუსეთში მდებარე ორ აეროდრომზე აფეთქება მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამოაცხადეს, რომ ეს უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგი იყო. დაადასტურეს სამი სამხედროს სიკვდილი და ოთხის დაშავება, ასევე ორი სტრატეგიული ბომბდამშენის დაზიანება.

5 დეკემბრის აფეთქებები სარატოვისა და რიაზანის აეროდრომებზე მოხდა. სარატოვის აეროდრომი ფრონტის ხაზიდან, დაახლოებით, 700 კმ.-ში მდებარეობს. რუსულ ბომბდამშენებს უკრაინაზე იერიშები ამ საჰაერო ბაზებიდან მიაქვთ.

ამას გარდა, რუსეთის ბრალდებით, უკრაინამ დრონით იერიში სცადა 6 დეკემბერსაც, კურსკის საჰაერო ბაზაზე.

უკრაინა საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები