მე არ ვიცი და არამგონია ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის რეჟიმი, რომ რეალურად ჩამოართვას მოქალაქეობა ადამიანებს, ვინც მაგალითს აძლევენ ყველას, საკუთარი რწმენის, საქართველოს ინტერესებისა და თავისუფლების დასაცავად სიცოცხლის რისკზე წასვლით, მაგრამ თავისთავად ისიც კი, რომ ამაზე დისკუსია არსებობს და რომ ამ რეჟიმის ერთ-ერთი სპიკერი, პოლიტიკური არარაობა, ამ თემაზე პროაქტიულად საუბრობს, ეს უკვე განაჩენია იმ მრავალ განაჩენთან ერთად, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენ ქვეყანას გამოუტანა იმ სირცხვილით და ღალატით, რისი მოწმეებიც ვართ, შეიძლება ითქვას უკვე წლებია, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო თვეებია, რაც უკრაინაში აქტიური ფაზა დაიწყო ბოროტების იმპერიის კამპანიისა.
უკრაინაში მებრძოლი ქართველები
ბოკერია ოცნებაზე: უკრაინაში მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი განაჩენია
tbl.ge/67hv
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია გამოეხმაურა ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, რომელმაც TV IMEDI-ს ეთერში აღნიშნა, რომ უკრაინაში საბრძოლველად წასულ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით მოქალაქეობა ჩამოერთვათ.
გიგა ბოკერიარუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომიქართული ოცნებაევროპული საქართველომამუკა მდინარაძეუკრაინაში მებრძოლი ქართველები
ამავე თემაზე
- ბასილაია: ვირიცხებოდი უკრაინის შეირაღებულ ძალებში და მოდით აბა, ჩამომართვით მოქალაქეობა!
- კობახიძე: საქართველოს თავდაცვაში ჩარიცხული, უნდა იყოს ქვეყნის მოქალაქე, ალბათ იქაც ასეა
- ღარიბაშვილი: მე ყველაზე არ მითქვამს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ არის წაყვანილი ომში
- ჩემი შვილი არავის წაუყვანია, რა გვჭირს ვინმეს წასაყვანი – ჯამბულათ ხოფერიას მამა ღარიბაშვილს