ქართული ოცნება

ხელაშვილი: არცერთი ქვეყანა გზავნის მოხალისეებს უკრაინაში, მხოლოდ ჩვენი ოპოზიცია მოუწოდებს

ბატონი კასიანოვი უკრაინის დიპლომატიაში არ არის გამონაკლისი. მსგავს განცხადებებს აკეთებდა უკრაინის ელჩი გერმანიაში და კიდევ ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. ძალიან ძნელი სათქმელია, როდესაც შენი ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი, მაგრამ, მე ვფიქრობ გაგებით უნდა მოვეკიდოთ უკრაინული დიპლომატიის ამ გარკვეულ უხეშობას და არაპროფესიონალიზმს, ვინაიდან მათი ქვეყანა არის აბსოლუტურ სასოწარკვეთილებაში, ძალიან რთულ პოზიციაში და ცდილობს გაუმკლავდეს აგრესორ, უზარმაზარ ბირთვულ სახელმწიფოს.

ბუნებრივია, რომ ამ დროს, ნებისმიერი უკრაინელი დიპლომატის დავალებაა, რომ ნებისმიერ დახმარება მიიღოს უცხო ქვეყნებისგან და ასევე, თუ შესაძლებელია სადმე, რაიმე სახის სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ, თუნდაც ეს სხვა ქვეყნის ომში ჩართვას ნიშნავდეს, ესეც გააკეთოს.

შესაბამისად, მე არ მიკვირს ბატონი კასიანოვის ლამის პირდაპირი მოწოდებები, ასევე, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის დანილოვის ამასწინანდელი განცხადება, რომ კარგი იქნება თუ უკრაინელი ხალხის გარდა, სხვა ხალხებიც დაიღუპებიან და მათი ქალები და ბავშვები. მესმის მათი პოზიცია, თუმცა შეუძლებელია, რომ ქართველი ადამიანი ამას რამენაირად დაეთანხმოს.

რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნების პოზიციას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ, რომ, ვისაც შეუძლია, განსაკუთრებით ნატოს ქვეყნებს, რომელთაც ამერიკის ბირთვული ქოლგა იფარავს, ისინი აქტიურად ეხმარებიან უკრაინას შეიარაღებით. მაგრამ, თუ დააკვირდებით არცერთი ქვეყანა არ გზავნის მოხალისეებს პირდაპირ უკრაინაში. მეტიც, ისინი არ ეხმარებიან მოხალისეებს, რომ იომონ უკრაინაში, რადგან, პოლიტიკურად ყველა მთავრობისთვის წამგებიანია, პირდაპირი პოლიტიკური დარტყმაა ნებისმიერი ხალხისთვის, როდესაც მათი მოქალაქეები იღუპებიან საზღვარგარეთ, ამიტომ, ამას არცერთი მთავრობა ამას არ აკეთებს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, შეიძლება ითქვას, რომელიც ამისკენ სიხარულით მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, ეს არის ქართული რადიკალური ოპოზიცია.

ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ხელაშვილი TV იმედზე.

კომენტარები