ტელეკომპანია Дождь

ლატვიის შემდეგ, რუსულ ტელეკომპანია Дождь-ს მაუწყებლობის ლიცენზია ლიტვაშიც შეუჩერეს

ლატვიის შემდეგ, ლიტვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ დამოუკიდებელ რუსულ ტელეკომპანია Дождь-ის მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Delfi ადასტურებს.

როგორც კომისიაში აღნიშნავენ, Дождь-ის მაუწყებლობის ლიცენზია გააუქმდება და 8 დეკემბრიდან ის ლიტვის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

ანალოგიური გადაწყვეტილება გუშინ ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ მიიღო. ლიცენზიის გაუქმების ფორმალურ მიზეზად ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნა სახელდება.

ტელეკომპანია თავდაპირველად ეთერში რუკის ჩვენებისთვის, რომელზეც ყირიმი რუსეთის ტერიტორიის ნაწილად ჩანდა, ასევე რუსეთის არმიის "ჩვენ არმიად" მოხსენიებისთვის 10 000 ევროთი დააჯარიმეს. შემდეგ კი გადაცემის Здесь и сейчас პირდაპირ ეთერში, გადაცემის წამყვანის, ალექსეი კარასტელიოვის მიერ რუსი სამხედროების მხარდამჭერი განცხადების გაჟღერებისთვის.

მომხდარის შემდეგ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ეკატერინა კოტრიკაძემ კარასტელიოვის განცხადებების გამო რედაქციის სახელით ბოდიში მოიხადა და მაყურებლებს მისი გათავისუფლებების შესახებ აცნობა.

რუსეთში დამოუკიდებელმა ტელეკომპანია Дождь-მა 3 მარტს მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. 1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურამ ლიბერალური რადიოსადგურ Эхо Москвы-სდა დამოუკიდებელი გამოცემის, Дождь-ის წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. 2 მარტს კი Дождь-ის თანამშრომელთა ნაწილმა, მათ შორის გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ რუსეთი დატოვეს.

კომენტარები