რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ვიმედოვნებთ, რომ დავბრუნდებით" – ტელეკომპანია Дождь-ი მაუწყებლობას წყვეტს

რუსული დამოუკდიებელი ტელეკომპანია Дождь-ი მაუწყებლობას დროებით წყვეტს. ამის შესახებ ტელეკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატალია სინდეევამ ისაუბრა.

"ჩვენ გვჭირდება ძალა, რათა ამოვისუნთქოთ და გავარკვიოთ, როგორ ვიმუშავებთ მომავალში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეთერში დავბრუნდებით და გავაგრძელებთ მუშაობას". - ამბობს ის. 

არხზე ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დოკუმენტურის ფილმის, Dozhd F@ck this Job-ის პრემიერა გაიმართება, ფილმის რეჟისორი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვერა კრიჩევსკაიაა. 

დღეს, 2 მარტს, დამოუკიდებელმა რუსულმა რადიოსადგურმა Эхо Москвы რადიოარხისა და ვებსაიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება Газпром-медиа-ს დირექტორთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. Эхо Москвы-ის მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა კი აღნიშნა, რომ რადიოსადგურის გადაწყვეტილებაზე გავლენა არა დირექტორთა საბჭოს სურვილმა, არამედ მათზე გაცილებით "მაღლა მდგომი" ხალხის მინიშნებამ მოახდინა. 

1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურამ ლიბერალური რადიოსადგურის Эхо Москвы და დამოუკიდებელი გამოცემის Дождь წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. 2 მარტს კი Дождь-ის თანამშრომელთა ნაწილმა, მათ შორის გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ რუსეთი დატოვეს.

კომენტარები