გერმანია-პოლონეთი

პოლონეთი გერმანიისგან Patriot-ების სისტემის მიღებას საბოლოოდ დათანხმდა

გერმანიის შეიარაღებული ძალების Patriot-ის სისტემები
Getty Images

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, ვარშავა ბერლინის Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებულ შემოთავაზებას დათანხმდება. სისტემები პოლონეთის ტერიტორიაზე განთავსდება. 

აქამდე, 20 ნოემბერს, პშევოდოვის სარაკეტო ინციდენტის შემდეგ, პოლონეთს პატრიოტის დამატებითი სისტემებით დახმარება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა შესთავაზა. ამის შემდეგ, ბლაშჩაკი შეთავაზებასთან დაკავშირებით გერმანელ კოლეგას ესაუბრა და შეთავაზება მიიღო. თავდაპირველად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი პატრიოტის სისტემას უკრაინის საზღვართან განათავსებდნენ.

შემდეგ, 24 ნოემბერს ბლაშჩამკმა გერმანიას მიმართა, რომ ვარშავისთვის დაპირებული პატრიოტის სისტემები უკრაინისთვის გადაეცათ. ამ წინადადებაზე გერმანიამ უარი თქვა და აღნიშნეს, რომ ისე იმოქმედებდნენ, როგორც NATO-ს სხვა წევრები, რომლებიც უკრაინას ამ სისტემას ჯერჯერობით არ აწვდიან.

"[გერმანიასთან] საუბრის შემდეგ, იმედგაცრუებული ვარ, რომ უარი უნდა ვთქვა უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე". – დაწერა Twitter-ზე მარიუშ ბლაშჩაკმა გერმანიასთან შეთანხმების შემდეგ. 

კომენტარები