რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: როცა არმიის დღე მადლიერების დღესასწაულია, ასეთი ქვეყნის დამარცხება შეუძლებელია

6 დეკემბერი, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე, ჩვენი მადლიერების დღეა და ასე იქნება სამუდამოდ. ახლა მხოლოდ ასე აღნიშნავს ჩვენი ხალხი უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს - მადლობის სიტყვებით, მადლიერების გრძნობით, მადლიერების ცრემლებით.

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს უკრაინაში მილიონჯერ ითქვა  - "მადლობა" (...).

როცა სახელმწიფოში შეიარაღებული ძალების დღე, თავისი მნიშვნელობით, მადლიერების დღესასწაულია, დარწმუნებული ვარ, ასეთი სახელმწიფოს დამარცხება შეუძლებელია, მისი გატეხვა შეუძლებელია  - დღეს ჩვენ ყველა ამას ვხედავთ და ვნახეთ კიდევაც. 

კომენტარები