რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

ФСБ უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის დაუსწრებლად დაკავებას ითხოვს

ირინა ვერეშჩუკი

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა [ФСБ] მოსკოვის სასამართლოს უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ემინე ჯაფაროვას დაუსწრებლად დაკავების თხოვნით მიმართა.

ფედერალური უსაფრთხოების სამსახური უკრაინელ მაღალჩინოსნებს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში ადანაშაულებს, რაც რუსეთის კანონმდებლობით, 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ФСБ-ს წარმომადგენლები, მოსკოვის რაიონულ სასამართლოს "ბრალდებულების" ფაქტობრივი დაკავების შემდეგ მათ რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადირებას ან დეპორტირებას ითხოვენ.

კომენტარები