მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილის ადვოკატი: იყენებენ 14 წამალს, რომლებიც არაა დადასტურებული წამლის სააგენტოს მიერ

ის იყო უკიდურესად ჯანმრთელი, ენერგიული 54 წლის კაცი ძალიან მუქი თმით, ერთი წლის შემდეგ კი მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა. დაკარგა, დაახლოებით, 22 კილოგრამი, მისი თმა აღარ არის ისეთი მუქი და დაიწყო ბუდობრივი ცვენა. მე მასთან ნევროლოგ ექიმ შაჰინ ლაჰინთან ერთად ვიყავი და ვნახე, როგორ აცლიდა ის თმას თავიდან. ახლა ეს ენერგიული კაცი შეგიძლიათ, ნახოთ უზომოდ გაუარესებულ მდგომარეობაში. 

აშშ-ში როცა გინდა, შეაფასო პაციენტის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოსა თუ ციხის დაწესებულებაშია, შეგიძლია, გადაიღო ვიდეო, შეიტანო კამერა, რისი უფლებაც აქ არ მოგვცეს. ეს აუდიოჩანაწერი აჩვენებს ადამიანს, რომელიც არ იღებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას. ეს ხომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, რომელმაც ბევრი გააკეთა ქვეყნის ვესტერნიზებისა და იდენტობის შექმნისთვის? ახლა კი მოკლებულია ყველა საჭირო დახმარებას, მას სცემეს კიდეც, ფიზიკურად ათრიეს, მენტალურად დააზიანეს. ეს არის წამება და უფრო მეტიც, ის მოწამლეს კიდეც. დოქტორმა სმიტმა მის სხეულში იპოვა დარიშხანის და მერკურის კვალი. ის არის პოლიფარმაციის მსხვერპლი. მასთან იყენებენ მთელ რიგ, დაახლოებით, 14 დასახელების წამალს, რომლებიც არ არის დადასტურებული წამლის სააგენტოს მიერ. ეს არის რუსული წარმოების წამლები. 

ამბობს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მასიმო დანჯელო ფორმულასთან ინტერვიუში. [ფორმულას თარგმანი] 

კომენტარები