მონღოლეთი

მედია: მონღოლეთში დემონსტრანტები მთავრობის სასახლეში შეიჭრნენ

დემონსტრანტები მთავრობის სასახლესთან

მონღოლეთში, ულან-ბატორში უკვე მესამე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტები, დაახლოებით, $1.8 მილიარდის ღირებულების ქვანახშირის მითვისებას აპროტესტებენ. აქციებში მონაწილეობას ათასობით ადამიანი იღებს.

დემონსტრანტები ითხოვენ, მთავრობამ მიმთვისებლების სახელები დაასახელოს და დაისაჯოს ყველა, ვინც ჩართული იყო ქვანახშირის უკანონო ექსპორტირებაში.

ადგილობრივ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემონსტრანტები მთავრობის სასახლეში შეიჭრნენ.

მონღოლური მედია SONIN-ი წერს, რომ დემონსტრანტებმა მოახერხე მთავრობის სასახლეში შეჭრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ცნობითვე, მთავრობის სასახლის უსაფრთხოების სამსახურის 4 წევრს თავი მოჰკვეთეს, ჭყლეტაში კი 2 დემონსტრანტი მოყვა. 

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ულან-ბატორის მერმა აქციის ძალის გამოყენებით დაშლის ბრძანება გასცა.

მედიის ინფორმაციით, მონღოლეთის მთავრობამ გამოძიებაში ჩართვა ჩინეთის მთავრობას სთხოვა. მონღოლური ქვანახშირის დიდი ნაწილი ექსპორტზე ჩინეთში გადის. ულან-ბატორის მიმართვის შემდეგ ჩინეთმა დაადგინა, რომ მათთვის მიწოდებული ქვანახშირის რაოდენობა მონღოლეთიდან ექსპორტისთვის გამოსული რაოდენობისგან განსხვავდებოდა. მედიის ცნობითვე, ჩინეთმა საქმესთან დაკავშირებული მონღოლი პოლიტიკოსების სახელები პრემიერმინისტრს, ლუვსანამსრაინ ოიუნ-ერდენეს გაუგზავნა.

კომენტარები