მონღოლეთი

მონღოლეთის ყოფილ პრეზიდენტს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს

მონღოლეთის ყოფილი პრეზიდენტს ნამბარინ ენხბარინს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალი კორუფციასა და სახელწიფო ქონების მითვისებაში ედებოდა. ენხბარინი 2000-2004 წლებში მონღოლეთის პრემიერ მინისტრი, 2005-2009 წლებში კი პრეზიდენტი იყო. ყოფილი ლიდერი ამბობს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და გასაჩივრებას აპირებს. 

ენბარინს ბრალი ედებოდა ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი სატელევიზიო მოწყობილობის მისაკუთრებაში და სასტუმროსა და გამომცემლობის უკანონო პრივატიზაციაში. 

კომენტარები