საქართველოს საპატრიარქო

მეუფე სტეფანე: უფალი არავის არაფერს არ გაუტარებს

კომუნისტების დროს პროპაგანდის შედეგად ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედი ხალხი მასობრივად გამოვიდა - ანგრევდნენ ეკლესიებს, ჯვრებს, მღვდლებს დაეტაკნენ და რაღა არ გააკეთეს. უკლებლივ ყველა დაისაჯა ღვთისაგან. ყველამ კარგად იცის, რომ არცერთი მათგანი, ვინც ეკლესიაზე თავდასხმა განახორციელა, არ დარჩა დაუსჯელი ღვთისაგან. არც ახლა არ დარჩება დაუსჯელი ღვთისაგან, ცეცხლს ეთამაშებიან. ძალიან საშიშია ასეთი ქმედება, როგორც ადამიანებს, ისე ვაფრთხილებთ ეკლესიიდან ამათ, ვინც ანტიეკლესიურ კამპანიაშია ჩართული. ვიღაც რომ მივარდა ტაძარში და მონასტერში და ასეთი საშინელებები ჩაიდინა, ეს არ არის უბრალო ქმედება, ამაზე უფალი მოსთხოვს პასუხს მის საგვარეულოს, ვინც ეს გააკეთა. დღეს რომ ტირიან - "კომუნისტების დროს ტაძარი დავანგრიე, რაღაც მოვიპარე, ვაგინებდი", ტირიან დღეს მათი შთამომავლები, რა ვქნათ, დედა-ბუდიანად იწყვიტება ოჯახიო. ღვთისგან დაიშვა ეს, რომ აქ არავინ არ არის ჩარეული, უბრალოდ, იმან ისეთი უკეთური საქციელი ჩაიდინა, მისი შთამომავლობაც დაწყევლილია, პრობლემა აქვს იმას უკვე, თვითონ ცხოვრებაში აქვს პრობლემა. ეს გამოვიარეთ, ვიცით. 

ათეისტური ცხოვრების შედეგად გამოჩნდა ისიც, რა უკეთურებაა ათეისტური ცხოვრება და ისიც გამოჩნდა, რომ უფალი არავის არ გაუტარებს ამას არაფერს. ეკლესიის წინააღმდეგ აგრესიული მოქმედება არ რჩება დაუსჯელი და აქ სულაც არ არის საჭირო სასულიერო პირის ჩართვა ან ვინმეს მიერ პირდაპირ ანათემაზე გადაცემა. 

ამბობს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე. 

კომენტარები