პირველ რიგში მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ტრაგედია. ასე რომ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
პრემიერი: გულწრფელად, ტრაგედიაა, რომ უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში
tbl.ge/67d4
დაკოპირდა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მხოლოდ 5 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მიუსამძიმრა უკრაინაში 3 დეკემბერს დაღუპულთა ოჯახებს და კვლავ "ომის პარტიაზე" ისაუბრა. მისი მტკიცებით, "ომის პარტიის ორგანიზებულია ეს ტრაგედია, თანამოქალაქეები მიჰყავთ უკრაინაში".
ამავე თემაზე
- ზელენსკიმ ლუკაშენკოს გამმეორებლების გასათიშად 1 კვირა მისცა: "თუ არა, ამას ჩვენ ვიზამთ"
- პესკოვი: ყველაფრის მიუხედავად, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეფექტიანად იმუშავეს
- მაკრონი: თავიდან ტრამპს ეგონა, რომ უკრაინა დამარცხდებოდა, ახლა მათ სიმტკიცეს პატივს სცემს
- ფედოროვის თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინისთვის $4 მილიარდის გამოყოფის პირობა დადეს
- EU-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 1 წლით გაახანგრძლივებენ




