გერმანია

გერმანია F-35 ავიაგამანადგურებლების შესაძენად $10.5 მილიარდს გამოყოფს – Bloomberg

Fabrice Coffrini/AFP/Getty Images

Bloomberg-ი გერმანიის სამთავრობო დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიამ 35 F-35A Lightning II გამანადგურებელი თვითმფრინავის შესაძენად $10.5 მილიარდი გამოყოდოკუმენტი თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის დაპირებას ეხება. 

გამოცემის ცნობით, ხარჯები საჰაერო რაკეტებისა და სახმელეთო ინფრასტრუქტურების შეძენა-მოწყობას მოიცავს. მათი მიწოდება კი 2026-2029 წლების შუალედში განხორციელდება. 

თვითმფრინავების შეძენის ხარჯები დაფინანსებულია სასესხო კაპიტალის მოზიდვის გზით. ბიუჯეტიდან დამატებით 100 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ინფორმაცია შოლცმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოაცხადა. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შოლცმა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისა და ბუნდესვერის (ჯარის) თანამედროვე და ძლიერი შეიარაღებით აღჭურვის ინიციატივა წარადგინა. პარლამენტის თანხმობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში, გერმანია შეასრულებს NATO-ს შეთანხმებით განსაზღვრულ პირობას – ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის თავდაცვაზე დახარჯვის შესახებ.

Bloomberg-ის თქმით, თავდაცვის კომპანიებთან და მომარაგებასთან დაკავშირებულმა სხვა პრობლემებმა დანახარჯების ამ მიმართულებით ზრდის პროცესი. გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ქრისტინ ლამბრეხტის განმარტებით, ზემოხსენებულ მიზანს გერმანია "საშუალოდ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში" მიაღწევს.

კომენტარები