გერმანია

ბუნდესრატმა გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტის 100 მილიარდი ევროთი გაზრდას მხარი დაუჭირა

Andreas Steinhoff

გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ (ბუნდესრატი) მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატავას, თავდაცვის გაძლიერებისთვის, ბიუჯეტიდან დამატებით 100 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ.

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისა და ბუნდესვერის (ჯარის) თანამედროვე და ძლიერი შეირაღებით აღჭურვის ინიციატივით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, 27 თებერვალს გამოვიდა.

პარლამენტის ზედა პალატამ , რომელიც გერმანიის 16 რეგიონის ადგილობრიც მთავრობებს წარმოადგენს, გაიმეორა ქვედა პალატის გადაწყვეტილება, რომელმაც ზემოხსენებულ ინიციატივას მხარი 1 კვირის წინ დაუჭირა. 

აღსანიშნავია, რომ შოლცის სამთავრობო კოალიციამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის მთავარ ოპოზიციურ ბლოკთან Unionsparteien ხანგრძლივი მოლაპარაკებები აწარმოა.

შედეგად, მმართველ კოალიციასთან ერთად, ინიციატივას ოპოზიციის დიდი ნაწილიც დაეთანხმა. გადაწყვეტილების მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში, გერმანია შეასრულებს NATO-ს შეთანხმებით განსაზღვრულ პირობას – ქვეყნის მშპ-ის 2% თავდაცვაზე დახარჯვის შესახებ.

კომენტარები