რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: 25 000 ტონა მარცვლეულით დატვირთული გემი ეთიოპიისკენ დაიძრა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ინფორმაციით, ჰუმანიტარული პროგრამის, მარცვლეული უკრაინიდან ფარგლებში, 25 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა პორტი დატოვა და ეთიოპიისკენ დაიძრა

ზელენსკის ოფისის განცხადებით, ინიციატივის ფარგლებში, უკრაინა კიდევ 60-ზე მეტი გემის გაგზავნას გეგმავს. გემები მარცვლეულს ეთიოპიაში, სუდანში, სომალიში, კონგოში, კენიასა და იემენში გადაიტანენ. 

როგორც ირკვევა, მეორე გემი, რომელიც 30 ათასი ტონა ხორბლითაა დატვირთული, უკრაინიდან ეთიოპიისკენ მომავალ კვირას გაემგზავრება. 

უკრაინა ხორბლის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია მსოფლიოში, ხოლო მისი პორტების ბლოკადამ მარცვლეულზე ფასების რეკორდული ზრდა, ღარიბ ქვეყნებში კი, დეფიციტი გამოიწვია. თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მიღწეულმა მარცვლეულის შეთანხმებამ ხორბალზე ფასების შემცირებას ხელი შეუწყო, თუმცა, მისი ღირებულება კვლავ ისტორიულად მაღალია.

კომენტარები