თურქეთი

სირიაში თურქეთის პოლიციამ 18 სირიელი ტერორისტი დააკავა

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 18 სირიელი ტერორისტი დააკავა.

თურქული მედიის ცნობით, ოპერაციები ჯარაბლუსის და ალ-ბაბის რეგიონებში ჩატარდა. დაკავებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 13 წევრი, მათ შორის, ორგანიზაციის ფინანსური მეთაური. სამინისტროს ინფორმაციით, ტერორისტები ახორციელებდნენ ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა ბაზის გაფართოება, დაზვერვის ინფორმაციის შეგროვება, პროპაგანდა და პოტენციური თავდასხმების დაგეგმვა. 

ასევე, დაკავებულია ქურთული დაჯგუფებების 5 წევრი, რომლებიც, როგორც ირკვევა, ჯარაბლუსის რეგიონში სამოქმედო მიზნით იმყოფებოდნენ. 

ეჭვმიტანილთა საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულია 10-მდე ასაფეთქებელი მოწყობილობა, შაშხანები და 253 საბრძოლო ვაზნა. 

კომენტარები