რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ოკუპირებულ უკრაინაში $1 მილიარდზე მეტი ღირებულების ხორბალი აიღო – NASA

პუტინი, ხორბალი

NASA-ს სასურსათო უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის პროგრამის სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, Bloomberg-ი წერს, რომ უკრაინამ მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ხორბალი დაკარგა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკრიფეს

NASA-ს სატელიტური სურათების ანალიზი ქმნის წარმოდგენას იმაზე, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საიდანაც ინფორმაციის გადინება მკაცრად შეზღუდულია. NASA მანქანათმცოდნეობის მოდელს იყენებს, რომელიც ტექსტურისა და ფერის ცვლილებას ამჩნევს, ხოლო ამ გზით, შესაძლებელი ხდება რუკაზე აღებული მოსავლის გარჩევა.

NASA Harvest-ის მონაცემებით, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე თითქმის 6 მილიონი ტონა უკრაინული ხორბალი შეგროვდა.

Bloomberg-ი წერს, რომ უკრაინული ხორბლით დატვირთული რუსული გემები სავარაუდოდ მარცვლეულის ექსპორტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლიბიასა და ირანში ეწევიან, თუმცა, რთულად დასადგენია ის, თუ რა რაოდენობის ხორბალს მიაწვდიან. 

Bloomberg-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინული მარცვლეულის მოპარვას იარყოფს, მაღალჩინოსნები საჯაროდ აცხადებენ, რომ ოკუპირებული პორტებიდან მარცვლეულის გადაზიდვა განახლდა. 

უკრაინა ხორბლის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია მსოფლიოში, ხოლო მისი პორტების ბლოკადამ მარცვლეულზე ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია. თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მიღწეულმა მარცვლეულის შეთანხმებამ ხორბალზე ფასების შემცირებას ხელი შეუწყო, თუმცა, მისი ღირებულება კვლავ ისტორიულად მაღალია.

კომენტარები