მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ვოლსკი: ვფიქრობ, სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან ცოტა ადამიანს შეიძლება აღელვებდეს

გათვლა ხდება იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილისგან ისეთი მექანიზმი შექმნან, რომლითაც საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე იბრძოლებენ. რეალურად, ვფიქრობ, სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან ცოტა ადამიანს შეიძლება აღელვებდეს [...] მოსამართლე ვინ იქნება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მისი უახლოესი მეგობარიც რომ იყოს, იმ რეალობას ვერ დამალავს, რაც თუნდაც სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაადასტურა.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას. ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს სააკაშვილის სასჯელისგან სრულად გათავისუფლების ან მისი გადავადების შუამდგომლობით მიმართა

კომენტარები