ქართული ოცნება

სარჯველაძე: თვალს ვადევნებთ მავნე პოლიტიკური სუბიექტის, ნაციონალური მოძრაობის აღსასრულს

ნაციონალურმა მოძრაობამ ფიასკო, სრული კრახი განიცადა, რადგან ბოლო წლების განმავლობაში მათ მიერ დაშვებული უზარმაზარი შეცდომები დაგროვდა და ისეთ კრიტიკულ ზღვარს მიაღწიეს, როცა პრაქტიკულად ამ პოლიტიკურ ძალას ეგზისტენციალური პრობლემები გაუჩინა.

ნაციონალური მოძრაობა თავის არსებობას ასრულებს. სადმე შეიძლება, რაღაც ფორმით სახელწოდება შენარჩუნდეს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა, როგორც ასეთი, ბოლო პროცესების შემდეგ ქართულ პოლიტიკაში უბრალოდ აღარ იარსებებს.

ცდილობენ, მთავარი ტრაგედია, რაც სჭირთ, შენიღბონ და სხვა საკითხებზე აქცენტის გადატანით ეს ყველაფერი დამალონ, მაგრამ ჭირი თავს არ დამალავს. ამ მავნე პოლიტიკური სუბიექტის აღსასრულს ვადევნებთ თვალს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

კომენტარები