რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: თუ NATO უკრაინას Patriot-ის სისტემებს მიაწვდის, გადაიქცევა ჩვენი ძალების სამიზნედ

დმიტრი მედვედევი
TASS

"თუ NATO უკრაინას Patriot-ის სისტემებს მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გადაიქცევიან ჩვენ სამიზნედ"- აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი.

მედვედევი ამის შესახებ TWITTER-ზე წერს და იმუქრება. 

"თუ, როგორც სტოლტენბერგმა მიანიშნა, NATO მიაწვდის კიევის ფანატიკოსებს Patriot-ის თავდაცვის სისტემებს, ისევე როგორც ალიანსის სხვა პერსონალს - ისინი დაუყოვნებლივ გადაიქცევა ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნედ. ვიმედოვნებ, რომ ჩრდილოატლანტიკური უძლურებისთვის ნათელია"- წერს მედვედევი TWITER-ზე. 

NATO-ს მოკავშირეების საერთო განცხადების მიხედვით, ალიანსი გეგმავს გააძლიეროს უკრაინის დახმარება მძიმე ზამთარში, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულმა დაზიანებამ გამოიწვია.

NATO-ს სამხედრო ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში შეიკრიბნენ, რათა იპოვონ გზები, თუ როგორ დაეხმარონ კიევის არმიასა და შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, ელექტროენერგიის დეფიციტის ფონზე. შეხვედრაზე მინისტრები უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის გაზრდის დახმარებაზე გაამახვილებენ ყურადღებას. ისინი ასევე განიხილავენ არასამხედრო დახმარებას, მათ შორის საწვავს, სამედიცინო მარაგსა და ზამთრის აღჭურვილობას. 

CNN აშშ-ს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას განიხილავს. 

Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი შექმნილია შემომავალი მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტების, მოწინავე თვითმფრინავების და საკრუიზო რაკეტების განადგურებისთვის.

კომენტარები