კვლავ გრძელდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური მოპყრობა. [იუსტიციის მინისტრის] განცხადება არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, რადგან ვერავითარი მინისტრი ვერ მართავს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ ითვალისწინებს იმ რისკებს რაც შეიძლება დადგეს. შესაძლებელია ისეთი მოვლენა მივიღოთ, რომელიც ქვეყანას შეარყევს და 30 წლის შინ მიყენებული იარების, რაც დღემდე შეხორცებული არ არის და თავს გვახსენებს, ამ შეცდომების გამეორების პირობებს ქმნის. მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ მოიქცნენ ადამიანურად. მიბაძონ სხვა ქვეყნებს. პარლამენტში ახსენეს იულია ტიმოშენკო, რომელიც ასევე იქნა სამკურნალოდ გერმანიაში გადაყვანილი, დააყენონ პრიორიტეტად ადამიანის სიცოცხლე და არა ბიძინა ივანიშვილის მიზნები, ცეცხლს ეთამაშებიან!
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა
გოცირიძე: სააკაშვილს რამე რომ მოუვიდეს, ვერც ბრეგაძე გაასწრებს ქვეყნიდან და ვერც ივანიშვილი
tbl.ge/6775
დაკოპირდა

IPN-ს ცნობით, ამბობს ენმ-ს დეპუტატი რომან გოცირიძე. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს, "ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში". ბრეგაძემ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს "დაძაბულობის მუხტის შექმნის მცდელობა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია" უწოდა.
რომან გოცირიძემიხეილ სააკაშვილირატი ბრეგაძეიუსტიციის მინისტრიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა
ამავე თემაზე
- მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე: თვითდაზიანებას რომ ადგილი ჰქონდეს, ზიარების უფლებას არ მივცემდი
- დარჩიაშვილი: გედის სიმღერა უკვე ჩაირთო ქოცთათვის, დიდწილად, ეს მიშას გაკეთებულია
- სანდუ სააკაშვილზე: წამებით სიკვდილი მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც EU-ს წევრობა სურს
- კალაძე: მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში
- ზელენსკი: მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინოს სააკაშვილის სიცოცხლე და სიკვდილით დასჯა აღკვეთოს